განვიხილოთ დეტალურად, თვალის როგორი ფორმები არსებობს და დაგრძელების რომელი ეფექტი იქნება კონკრეტულ შემთხვევაში საუკეთესო.
ნუშისებრი ფორმა
თუ
თქვენ იმ იღბლიანთა რიცხვში მოხვდით, ვინც ბუნებამ თვალის ნუშისებრი ფორმით დააჯილდოვა,
თქვენთვის შემოქმედებასა და ექსპერიმენტებს საზღვარი არ აქვს. თქვენ დაგრძელებული წამწამების
ნებისმიერი ეფექტი მოგიხდებათ. ასე რომ შეგიძლიათ თამამად აირჩიოთ!
თვალის დაშვებული
კუთხეები
თუ
თვალის კუთხები დაბლა დაშვებული გაქვთ, ყველაზე მომგებიანი თქვენთვის „ციყვის“ ეფექტი
იქნება. ის დაგეხმარებათ თვალის კუთხის ვიზუალურად მაღლა აწევაში. შედეგად მზერა მეტად
გახსნილი და ნათელი იქნება.
დიდი და ამობურცული თვალები
ახლოს განლაგებული თვალები
თვალის
ასეთი ჭრილის მქონე გოგონებს მოუხდებათ ეფექტი, რომელიც გარე კუთხის გასქელებას ითვალისწინებს
(მელიის, ციყვის). ასევე ასეთი ფორმის კორექცია წამწამების სწორად შერჩეული სიგრძით
არის შესაძლებელი.
ღრმად განლაგებული
თვალები
თუ
თქვენ ღრმად განთავსებული თვალები გაქვთ, ფორმის კორექცია „დამრგვალების“ ტექნიკით უნდა მოხდეს. ამ
შემთხვევაში ძირითადი აქცენტი თვალის ცენტრალურ ნაწილზე იქნება, რაც ვიზუალურად თვალს
მეტად გახსნილს და ფართოს გამოაჩენს.
ჩამოწეული ქუთუთო
როდესაც ფლობთ ცოდნას იმის შესახებ, თუ თვალის როგორი ფორმა და ჭრილი გაქვთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ სპეციალისტთან ერთად აუცილებლად მიაღწევთ სასურველ შედეგს თქვენი თვალებისთვის სწორი ფორმის მიცემასა და აქცენტების დასმაში.