News / 12 ფაქტი გელ-ლაქის შესახებ

12 ფაქტი გელ-ლაქის შესახებ

1.      გელ-ლაქი არ აფუჭებს ფრჩხილის პლასტინას რეგულარული გამოყენების შემთხვევაშიც კი. ფრჩხილის ზედაპირი გარქოვანებული  უჯრედებისგან შედგება. მასში ცვლის პროცესები არ მიმდინარეობს. შესაბამისად, პაუზის გაკეთება მხოლოდ იმის გამო, რომ ფრჩხილებმა „დაისვენოს“ და „ისუნთქოს“, აბსოლუტურად უსაფუძვლო და უშედეგოა. ფრჩხილის ზრდა და ფორმირება დამოკიდებულია მატრიქსის მდგომარეობაზე, რომელიც ნუნის ქვემოთ მდებარეობს. შესაბამისად ბევრად უფრო სასარგებლო ფრჩხილისთვის ნუნების მკვებავი ზეთის რეგულარული მოხმარებაა;

2.      გელ-ლაქს დამცავი ფუნქცია გააჩნია, რომელიც არამხოლოდ იცავს ფრჩხილს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, არამედ ამაგრებს და კურნავს კიდეც საჭიროების შემთხვევაში;

3.      გელ-ლაქის მანიკურის გაკეთება დაშვებულია ფეხმძიმობის და ლაქტაციის პერიოდშიც. დაფარვა, რომელიც მკვდარ გარქოვანებულ უჯრედებზე დაიტანება, ვერ აღწევს ორგანიზმში. ფრჩხილის ფირფიტა მავნე ნივთიერებებს შიგნით არ უშვებს;

4.      გელ-ლაქის დატანიდან 2 დღის განმავლობაში სასურველია შეზღუდოთ ცხელ წყალთან კონტაქტი, სოლარიუმისა და საუნის სტუმრობა;

5.      გელ-ლაქი ნაკლებად მდგრადია მოკლე ფრჩხილებზე (ფიზიოლოგიური მიზეზების გამო);

6.      გელ-ლაქის მანიკურის პროცედურას 90 წუთი სჭირდება, საიდანაც თავად გელ-ლაქით დაფარვა 30 წუთს საჭიროებს;

7.      გელ-ლაქის განახლება 14 დღეში ერთხელ არის რეკომენდებული. უფრო ხანგრძლივი ტარების შემთხვევაში გელ-ლაქი მჭიდროდ ეკვრის ფრჩხილის პლასტინას (თითქმის ეზრდება მას), რაც მოხსნის დროს სირთულეს იწვევს;

8.      გელ-ლაქის მანიკური არ არის მიზეზი იმისა, რომ უარი თქვათ ხელებისა და ფრჩხილების ყოველდღიურ მოვლაზე. ამ დროსაც გამოიყენეთ ხელის კანისა და ნუნის დამატენიანებელი, მკვებავი საშუალებები;

9.      გელ-ლაქით ფრჩხილების დაფარვა არ არის რეკომენდებული სოკოვანი და კანის დერმატოლოგიური დაავადებების დროს;

10.  მჭიდრო და ლამაზი საფარველისთვის საკმარისია გელ-ლაქის 2-3 ფენა;

11.  გელ-ლაქების შემადგენლობა ჰიპოალერგიულია და არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს;

12.  გელ-ლაქს არ გააჩნია მძაფრი და არასასიამოვნო სუნი. არანაირი ტოქსიკური, აქროლვადი ნივთიერებები პროცედურის დროს საფრთხეს არ წარმოადგენს.