News / თმის სილამაზე ძირებიდან იწყება - თავის კანის მოვლის 3 ოქროს წესი

თმის სილამაზე ძირებიდან იწყება - თავის კანის მოვლის 3 ოქროს წესი


 ჩვენი თმა ჩვენივე სტილის გამოხატულებაა - ვიღებავთ, ვიხვევთ, ვისწორებთ... მაგრამ, ძალიან იშვიათად ვუფიქრდებით იმას, რომ ჯანმრთელი  თმა იწყება იქ, საიდანაც ის იზრდება - თავის კანზე. ისევე როგორც ყვავილს სჭირდება ნოყიერი მიწა, თქვენს თმას სჭირდება სუფთა, დაბალანსებული  სკალპი. ამიტომ თავის კანის მოვლა და მისი მიკრობიომის ბალანსი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ძლიერი და სიცოცხლით სავსე თმისთვის. არ აქვს მნიშვნელობა გაქვთ სწორი თმა თუ ხუჭუჭა - ჯანმრთელი თავის კანი ყველასთვის ერთნაირად აუცილებელია.


1. რეგულარული წმენდა

თავის კანის რეგულარული გაწმენდა აუცილებელია იმისათვის, რომ მოიშოროთ ცხიმის, მკვდარი კანის უჯრედებისა და თმის პროდუქტების ნარჩენების დაგროვება. როცა თავის კანი სუფთაა, ფოლიკულები არ იბლოკება და თმაც ჯანსაღად იზრდება.

აირჩიეთ თქვენი თმის ტიპისთვის შესაბამისი დამარბილებელი შამპუნი, მაგალითად, რომელიც ნაზად წმენდს თავის კანს და თავიდან აგარიდებთ გაღიზიანებასა და გამოშრობას.

რჩევა: კვირაში ერთხელ გამოიყენეთ ღრმა გამწმენდი შამპუნი ან დეტოქს შამპუნი - გარემოს ფაქტორები, როგორიცაა მზის სხივები, დაბინძურებული ჰაერი ან მკაცრი ამინდი, ზიანს აყენებს როგორც თმას, ისე თავის კანს. ასეთი ღრმა წმენდა დაეხმარება კანს და თმას რეგენერაციაში.



2. თავის კანის მიკრობიომის ბალანსი

წმენდასა და ექსფოლიაციას გარეშეც კი, ხშირად მივიწყებული ეტაპია მიკრობიომის ბალანსის აღდგენა. ამისთვის იდეალურია სპეციალური თავის კანის შრატი (Scalp Serum), რომელიც შეიცავს პრობიოტიკებს. ასეთი შრატები არამხოლოდ აძლიერებს თმის ფოლიკულებს და ხელს უწყობს თმის გაზრდას, არამედ ქმნის ჯანსაღ გარემოს თავის კანზე, რათა მიკრობიომა იყოს დაცული და ბალანსირებული



3. სწორი კვება და დანამატები

პირველ რიგში, თავის კანის ჯანმრთელობა იწყება შიგნიდან. ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი კვება აუცილებელია - ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენი რაციონი სრულყოფილი არ არის, შეგიძლიათ დაამატოთ თმის დანამატები. აირჩიეთ კომპლექსები, რომლებიც სხეულს მთლიანად აძლიერებს და შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, როგორებიცაა ბიოტინი, ვიტამინი E და კოლაგენი.თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ შედეგები 3 თვიდან იწყება და მოთმინება დაგჭირდებათ.

თავის კანის მოვლა ის რუტინაა, რომელიც  ძლიერი და ლამაზი თმის საფუძველია. სუფთა, დატენიანებული და დაბალანსებული თავის კანი იძლევა საუკეთესო პირობებს თმის ზრდისთვის. გამოიყენეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც თქვენი კანის ბუნებრივ მიკრობიომს ესადაგება. გახსოვდეთ: ჯანმრთელი თავის კანი = ჯანმრთელ და ბრწყინვალე თმას!