ეს
მართებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არაპროფესიონალს მიმართეთ. გამოცდილმა სპეციალისტმა
ყოველთვის იცის, როგორ შეარჩიოს წამწამების სისქე და სიგრძე ისე, რომ ბუნებრივი წამწამები
არ დაამძიმოს და ოდნავი ზიანიც კი არ მიაყენოს. დაგრძელებული წამწამების მოხსნის სწორი
ტექნიკის შემთხვევაში საკუთარი წამწამები არ ცვივა და კვლავ შეიძლება დაგრძელების გაკეთება.
ამავდროულად, მოსახსნელი პროდუქტის შემადგენლობაში ხშირად არის ეთერზეთები, რომლებიც
გარს ეკვრის თითოულ ღერს და იცავს დაზიანებისგან.
ვინაიდან
წამწამების სასიცოცხლო ციკლი დაახლოებით 70-90 დღეს შეადგენს, რის შემდეგაც ისინი თავისით
ცვივა, ხშირად ცვენის მიზეზი სწორედ წამწამის სასიცოცხლო ციკლის დასრულებაა ხოლმე და
არა დაგრძელებული წამწამები.
პროცედურის
შედეგის ხანგრძლივობა დამოკიდებულია არამხოლოდ გამოყენებული წებოს მდგრადობასა და სპეციალისტის
ტექნიკაზე, არამედ წამწამების სასიცოცხლო ციკლზე. ყველა წამწამი ამ ციკლის სხვადასხვა
ეტაპზე იმყოფება, ამიტომ ზოგიერთი უფრო სწრაფად დაგცვივდებათ. ზრდის ფაზაში მყოფი წამწამები
კი დაგრძელებულ წამწამებს მოხსნამდე შეინარჩუნებენ.
დროთა
განმავლობაში წამწამების ცვენის შედეგად ვიღებთ უსწორმასწორო რიგს და მხოლოდ კორექციას
შეუძლია დაუბრუნოს წამწამებს პირვანდელი მოცულობა. უნდა აღვნიშნოთ, რომ აგრესიულ ფიზიკურ
მოქმედებასაც შეუძლია წამწამების მდგრადობაზე გავლენის მოხდენა და მათი ცვენის პროვოცირება.
ეცადეთ, დელიკატურად გაიწმინდოთ წამწამები და ხშირად არ შეეხოთ ხელით.
დაგრძელებულ
წამწამებს უკვე ისეთი მოცულობა აქვთ, რომ ტუშის გამოყენების აუცილებლობა არ არის. გარდა
ამისა, ტუში შეაწებებს ხელოვნურ წამწამებს და დააზიანებს მათ.
ეს
ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა. დაგრძელებული წამწამები რეგულარულად უნდა გაასუფთაოთ,
იდეალურ შემთხვევაში დღეში 2-ჯერ. ამისთვის რეკომენდირებულია მსუბუქი ქაფისა და ჯაგრისის
გამოყენება. წამწამები არ დაგცვივდებათ ყოველდღიური დაბანის გამო, მთავარია, მათ ზეთოვან
ფუძეზე დამზადებული საშუალებები არ მიაკაროთ.
რეგულარული გაწმენდის შემთხვევაში კი პირიქით უფრო დიდხანს გაგიძლებთ. ცხიმისა
და ჭუჭყის დაგროვება ხელოვნურ წამწამებზე ხელს უწყობს მათ ცვენას.
პროცედურის
შემდეგ პირველი 72 საათის განმავლობაში არ არის რეკომენდირებული მაღალი ტენიანობისა და
ორთქლის მქონე ადგილებში ყოფნა. აღნიშნული დროის შემდეგ თავისუფლად შეგიძლიათ ცურვა,
სპა-ცენტრებსა და საუნაში ვიზიტი. წყალი დაგრძელებულ წამწამებს საფრთხეს არ უქმნის.